ბარისტა- ბათუმი
"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.
კომპანია "KOPI" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ბარისტა
ძირითადი მოვალეობები:
- ჩვენი სტანდარტების შესაბამისად ყავის და ბარის სასმელების მომზადება
- ბარის მენიუს, ყავის მარცვლების და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა.
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირის გააზრება და საჭირო რეაგირება
რას ველით შენგან:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში — უპირატესობად ჩაითვლება
- გუნდური და კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებული და ენერგიული მენტალიტეტი
ჩვენ გთავაზობთ:
- ტრენინგები და პრაქტიკული სწავლებას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- კვებას
- სპეციალური ფასდაკლება Kopi-ს პროდუქციაზე
- მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 8
თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ.