ბარისტა/ბარისტას დამხმარე
VICEVERSA აცხადებს ვაკანსიას ბარისტა / ბარისტას დამხმარეს პოზიციაზე.
მდებარეობა: ვაკე, აბაშიძის 29
ცვლები: 08:30–15:30 / 15:30–22:00
ანაზღაურება ბარისტა საათობრივი: საშუალოდ 1000–1200 ₾ (გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით)
ანაზღაურება ბარისტას დამმხმარე საათობრივი: საშუალოდ 700–900 ₾
მხოლოდ სერიოზული კანდიდატებისთვის.
ბარისტობა ≠ ღილაკზე დაჭერა
ბარისტობა = შედეგის კონტროლი (დრო, წონა, გემო)
VICEVERSA-ში ვმუშაობთ Specialty Coffee Association (SCA)-ის სტანდარტებით, სადაც მთავარი პრიორიტეტია ყოველდღიურად სტაბილური და გამეორებადი შედეგის მიღება.
ვასწავლით — მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სურს სწავლა და პროფესიული განვითარება. ტრენინგი სრულად პრაქტიკულია და ყოველდღიურ სამუშაო პროცესშია ინტეგრირებული.
ვეძებთ
- ბარისტას — გამოცდილ ან მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ხარისხიან შედეგზე იმუშაოს.
- ბარისტას დამხმარეს — კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიის შესწავლა და ეტაპობრივად ბარისტად განვითარება.
რას ისწავლი ჩვენთან
- პროცესის გაგებას და არა მხოლოდ რეცეპტის გამეორებას
- ესპრესოს ექსტრაქციის კონტროლს (დრო • წონა • ბალანსი)
- გემოს ყოველდღიურ სტაბილურობას
- უკუკავშირის მიღებას და მუდმივ განვითარებას
ბარისტას მოვალეობები
- ცხელი და ცივი სასმელების მომზადება SCA სტანდარტების მიხედვით
- მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაცია
- შეკვეთების მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
- სალაროსთან მუშაობა და ბალანსის კონტროლი
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- მარაგების კონტროლი და დროული შევსება
- აღჭურვილობის ყოველდღიური მოვლა
- მენიუსა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
ბარისტას დამხმარის მოვალეობები
- ბარისტის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში
- სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა
- მარაგების შევსება და პროდუქციის მომზადება
- მომხმარებლის მომსახურებაში მხარდაჭერა
- ეტაპობრივად ბარისტის უნარების პრაქტიკული შესწავლა
რას ველოდებით
- სწავლის რეალურ სურვილს
- დისციპლინასა და სიზუსტეს
- დეტალებზე ყურადღებას
- პიკის საათებში სტაბილურ მუშაობას
- პასუხისმგებლობას საკუთარ შედეგზე
თუ ეს შენთვის არ არის
თუ ყავა მხოლოდ სამუშაოა და არ გაინტერესებს მისი სიღრმისეულად შესწავლა — გთხოვ, CV არ გამოგზავნო.
თუ მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და გახდე ძლიერი ბარისტა — გელოდებით ჩვენს გუნდში.
უპირატესობები:
- ყავა / ხილი / სნექები