ბარისტა
სპორტული დარბაზი "გოლდ`ს ჯიმი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
- ტერმინალების და ტრანზაქციების სწორი წარმოება;
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესებით;
- კომპეტენცია განკუთვნილ საკითხებზე;
- კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება.
საჭირო უნარები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 117
სამუშაო საათები: არასრული, ცვლებში (დილის და საღამოს)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი და ბონუსი 0.3%