ბარისტა — 7ჩაი

7ჩაი

ბარისტა

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კაფე 7ჩაი ახალი გახსნილია და ჩვენი გუნდის წევრს ვეძებთ!

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, აქტიური სამუშაო გარემო და გინდა იმუშაო ახალ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში, ეს პოზიცია შენთვისაა.

რას გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:00 / 16:00-22:00
  • ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო
  • ახალ კაფეში მუშაობის შესაძლებლობა, სადაც შენი იდეები და ინიციატივა დაფასებული იქნება

ვის ვეძებთ:

  • პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანს
  • ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს
  • ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა
  • კრეატიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა
  • დისციპლინირებულ და გუნდურ მოთამაშეს
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია

ბარისტად მუშაობის ან კვების/მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილების არქონის შემთხვევაში მზად ვართ გასწავლოთ.

ლოკაცია: შარტავას ქ. 76ა