ბარისტა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას "Coffee Shop"-ის ბარისტას პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე დასვენება, 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი სითი / პეკინის გამზირი.
ანაზღაურება: 900 ლ (+ბონუსი 100ლ);
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპანიის სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა სახის ყავის მომზადება;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
- ყავის აპარატის მოვლა, წმენდა ინსტრუქციის შესაბამისად;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება სასურველია;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული;
- მეგობრული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრენინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.