ბარისტა — Bar Centrale

Bar Centrale — ლოგო
Bar Centrale

ბარისტა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იტალიური კაფე-რესტორან "Bar Centrale"-ში ვეძებთ ბარისტას.

თუ გიყვარს კარგი ყავა, იტალიური კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
  • ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, I ცვლა - 09:00-17:00, II ცვლა - 16:00-00:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება, შეკვეთის სწორად დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის/სასმლის მიწოდება;
  • მენიუში წარმოდგენილი სასმელების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვით;
  • ყავის აპარატისა და საფქვავის შემოწმება და გამართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • დახლზე განთავსებული პროდუქციის მოწესრიგება, დროული შევსება და რეალიზაცია;
  • პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების სრულყოფილად შესრულება;
  • სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და სასიამოვნო გამოცდილების შეთავაზება;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ბარისტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!