B2B სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
საკონსულტაციო კომპანია "GFG Consulting" აცხადებს ვაკანსიას B2B სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტის (Lead Generation & Cold Calling) პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს ბუღალტერიის, საგადასახადო ვალდებულებებისა და ფინანსების სწორად მართვაში.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც არ არის უბრალოდ "მშრალი ტექსტის წამკითხველი". თქვენი მთავარი ამოცანა იქნება პოტენციურ კლიენტებთან ბუნებრივი, საქმიანი საუბრის წარმართვა, მათი გამოწვევების მოსმენა და შეხვედრის დანიშვნა. ჩვენ არ ვითხოვთ ტელეფონით პირდაპირ გაყიდვას - თქვენი მიზანია დაინტერესების გამოწვევა.
რას გააკეთებთ ყოველდღიურად:
- პოტენციურ კლიენტებთან (ბიზნესის დამფუძნებლებთან, დირექტორებთან) პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება (Cold/Warm Calling);
- კომპანიის მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და საუბრის სცენარების (Scripts) გამოყენება ბიზნეს-საჭიროებების დასადგენად;
- კლიენტის საწყისი ინტერესის დადასტურება და ჩვენს ფინანსურ კონსულტანტებთან Zoom ან ფიზიკური შეხვედრის ჩანიშვნა;
- მიღებული ინფორმაციის, ზარების შედეგებისა და უკუკავშირის CRM სისტემაში ზუსტი აღრიცხვა.
რას ვითხოვთ თქვენგან:
- სატელეფონო გაყიდვებში (სასურველია B2B მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება;
- გამართული, დამაჯერებელი მეტყველება და ბიზნეს-კომუნიკაციის უნარი;
- უარის მიღების მიმართ მდგრადობა და წინააღმდეგობების კონსტრუქციულად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო უნარი.
შენიშვნა: ფინანსური და საბუღალტრო ტერმინოლოგიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის. ჩვენ სრულად შეგასწავლით ჩვენი მომსახურების სპეციფიკას.
რას გთავაზობთ:
- დისტანციური მუშაობა: შეგიძლიათ იმუშაოთ ნებისმიერი ადგილიდან, რაც დამატებითი კომფორტი და მნიშვნელოვანი ბენეფიტია;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + მზარდი საბონუსე სისტემა თითოეულ დანიშნულ შეხვედრასა და მოზიდულ კლიენტზე;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას (პროექტის გაფართოებასთან ერთად, გაყიდვების გუნდის ლიდერის პოზიციაზე გადასვლის პერსპექტივით).