B2B გაყიდვების წარმომადგენელი — სან დრაი

სან დრაი

B2B გაყიდვების წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ "SunDry" - საოჯახო ქიმიის და პირადი მოვლის საშუალებების ახალი ქართული წარმოება.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება B2B სეგმენტის ათვისებასა და განვითარებაში. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება კავშირების დამყარება Horeca სექტორთან (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), სპორტულ დარბაზებთან და მსხვილ ორგანიზაციებთან.

აკანსია: B2B გაყიდვების წარმომადგენელი

სამუშაო ადგილი: თბილისი (ველი/ოფისი)

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • აქტიური გაყიდვები: პოტენციურ კლიენტებთან სამუშაო ვიზიტები, პროდუქტის ნიმუშების პრეზენტაცია და კლიენტების დაინტერესება;
  • მოლაპარაკებები: ხელშეკრულებების გაფორმება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ლოჯისტიკის მართვა: შეკვეთების მიღება, მიწოდების პროცესის კონტროლი და გაყიდვების შემდგომი მართვა;
  • რეპორტინგი: ყოველთვიური ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოსა და ბაზრის ტენდენციების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამომხმარებლო (FMCG) პროდუქტების დისტრიბუციაში, სასურველია B2B გაყიდვებში;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
  • თვითორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი;

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება + მზარდი საბონუსე სისტემა;
  • საწვავისა და კომუნიკაციის ხარჯების ანაზღაურება;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა დინამიურ ქართულ წარმოებაში;