B2B გაყიდვების სპეციალისტი
Vercell — სწრაფად მზარდი ქართული საწარმო, რომელიც სპეციალიზდება ქაღალდის ჭიქებისა და შეფუთვის პროდუქტების წარმოებაში. ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახალი კლიენტების მოძიებაში და HoReCa სექტორში გაყიდვების განვითარებაში.
B2B გაყიდვების სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
- HoReCa სექტორში (კაფეები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა) ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება;
- გაყიდვების შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დახურვა;
- არსებული კლიენტების განვითარება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება;
- გაყიდვების პროცესისა და კლიენტებთან კომუნიკაციის აღრიცხვა CRM სისტემაში;
- გაყიდვების KPI-ების დაგეგმვა და შესრულება მენეჯმენტთან შეთანხმებით;
- ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
კვალიფიკაცია:
- 3+ წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (განსაკუთრებით B2B მიმართულებით);
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის სურვილი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- HoReCa სექტორში არსებული კონტაქტები;
- მსხვილ ან ქსელურ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- შეფუთვის, FMCG, ბეჭდვის, ყავის ან საკვები პროდუქტების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებული ანაზღაურება ₾3, 000 - ₾5, 000, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- დამატებითი ბონუსის სისტემა გაყიდვების შედეგების მიხედვით;
- 3-თვიანი საცდელი პერიოდი;
- პროდუქტის, გაყიდვების პროცესისა და CRM სისტემის სრული გაცნობა და მხარდაჭერა პირველივე ეტაპიდან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და კარიერული ზრდა გაყიდვების გუნდის მენეჯერის პოზიციამდე.