B2B გაყიდვების ოპერატორი — ყავის ლაბორატორია

ყავის ლაბორატორია — ლოგო
ყავის ლაბორატორია

B2B გაყიდვების ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შემოუერთდი "ყავის ლაბორატორიის" გუნდს B2B გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე!

ჩვენს შესახებ

"ყავის ლაბორატორია" 2016 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი Specialty Coffee ქსელია საქართველოში.

ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც ერთმანეთს ხვდება მაღალი ხარისხის ადგილზე მოხალული ყავა, სამზარეულო და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება.

გარდა საცალო მიმართულებისა, B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.

თუ გსურს იმუშაო მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

  • კომუნიკაბელური;
  • პოზიტიური;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • მოწესრიგებული;

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება პარტნიორი კომპანიებისგან და პროგრამაში გატარება
  • დავალიანებების კონტროლი და საჭირო კომუნიკაცია
  • აღწერების პროცესში ჩართულობა და პროგრამული ასახვა
  • საჭირო რეპორტინგის წარმოება

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • ფიტპასს;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო ადგილი: ლისი - მუხრან მაჭავარიანის ქუჩა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ