B2B გაყიდვების ოფიცერი — InLogistics

InLogistics

B2B გაყიდვების ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"InLogistics" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

გახდი "InLogistics"-ის გუნდის ნაწილი

"InLogistics" არის თანამედროვე 3PL (Third Party Logistics) კომპანია, რომელიც ბიზნესს სთავაზობს სასაწყობე მომსახურებას / მარაგების მართვასა და Supply Chain-ის სრულ ლოგისტიკურ სერვისებს.

ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ ეფექტურ და ინოვაციურ ბიზნეს-გადაწყვეტებს.

კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების ოფიცერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და პასუხისმგებელი იქნება ახალი კორპორატიული პარტნიორების მოზიდვასა და გაყიდვების განვითარებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ახალი B2B კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • ცივი ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • მომხმარებლის ბიზნეს-საჭიროებების დადგენა და ინდივიდუალური ლოგისტიკური წინადადების შეთავაზება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • ფასებზე, პირობებსა და ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის სრული კოორდინაცია;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და დამატებითი ბიზნესის განვითარება;
  • ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი;
  • გაყიდვების KPI-ების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • B2B გაყიდვების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა.

ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად:

  • გამოცდილება ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, სასაწყობე მომსახურების, FMCG, Supply Chain ან Distribution მიმართულებით;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვების შედეგების მიხედვით;
  • სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებსა და მუდმივ განვითარებას;
  • თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • შესაძლებლობას იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ლოგისტიკურ კომპანიაში;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი. ლილოს დასახლება
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

ვინ გვჭირდება?

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სიამოვნებს ახალი ადამიანების გაცნობა, ბიზნესთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება. ადამიანს, რომელიც გამოწვევებს შესაძლებლობად აღიქვამს, არ ელოდება კლიენტის გამოჩენას, თავად ქმნის შესაძლებლობებს და ორიენტირებულია შედეგზე.

თუ ფიქრობ, რომ გაყიდვები შენთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ძლიერი მხარეა — მოგვწერე.