B2B გაყიდვების მენეჯერი- რუსთავი — Go-Playgrounds

Go-Playgrounds

B2B გაყიდვების მენეჯერი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N2

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

კომპანიის პროდუქციის (სათამაშო მოედნები, ატრაქციონები და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება) გაყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, გაყიდვების მიზნების მიღწევა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება წარმოების მიზნების შესაბამისად
  • ბაზრისა და შესაძლო კონკურენტების მუდმივი კვლევა, ახალი ტენდენციების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური პროგნოზების მომზადება და ანალიზი

B2B გაყიდვები:

  • კერძო სექტორი (B2B): მოლაპარაკებების წარმოება დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, დასასვენებელ ცენტრებთან, კერძო ბაღებთან/სკოლებთან და სხვა ბიზნეს კლიენტებთან.
  • საჯარო სექტორი (B2B): სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესებში აქტიური მონაწილეობა (მუნიციპალიტეტები, სკოლები, საჯარო ბაღები და ა.შ.).
  • მსხვილ კორპორატიულ და სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
  • სასურველია გამოცდილება საჯარო შესყიდვების (ტენდერების) პროცესებში მონაწილეობის კუთხით.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ლიდერობის უნარი
  • თავდაჯერებულობა
  • ორგანიზებულობა

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!