B2B გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი
კომპანია 2GIS საქართველო ბათუმის გუნდში იწვევს B2B გაყიდვების მენეჯერს.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება, საკუთარ შემოსავალზე გავლენის მოხდენა და თქვენი მუშაობის კონკრეტული შედეგის დანახვა — მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- ქალაქი: ბათუმი;
- სამუშაო ფორმატი: ოფისში მუშაობა და კლიენტებთან შეხვედრები ქალაქის მასშტაბით;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
- შესვენება: 13:00-14:00;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1 500 ლარი + გაყიდვების ბონუსი;
- საშუალო ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 3 000 ლარია; წარმატებული მენეჯერების შემოსავალი 4 000 ლარს და მეტს აღწევს.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება;
- ცივი ზარების განხორციელება და საქმიანი შეხვედრების დანიშვნა;
- შეხვედრების ჩატარება კომპანიების მფლობელებთან და ხელმძღვანელებთან;
- ბიზნესის საჭიროებების გამოვლენა და 2GIS-ის შესაბამისი სარეკლამო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
- CRM სისტემაში მუშაობა და გაყიდვების გეგმის შესრულება.
რას ველით კანდიდატისგან:
- ქართული და რუსული ენების თავისუფლად ცოდნას;
- ადამიანებთან მარტივად კონტაქტის დამყარების უნარს;
- დამაჯერებელ და გამართულ კომუნიკაციას;
- მიზანდასახულობას, ინიციატივასა და წინააღმდეგობებთან მუშაობის მზაობას;
- სწავლისა და აქტიური B2B გაყიდვების მიმართულებით განვითარების სურვილს;
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
თუ გაყიდვების გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, მაგრამ თავდაჯერებულად ურთიერთობთ ადამიანებთან, სწრაფად სწავლობთ, უარის არ გეშინიათ და გაყიდვებში კარიერის დაწყება გსურთ — აუცილებლად გამოეხმაურეთ ვაკანსიას. ჩვენ გასწავლით ყველაფერს, რაც მუშაობისთვის დაგჭირდებათ.
რას გთავაზობთ:
- სრულად ანაზღაურებად სწავლებას;
- მენტორის მხარდაჭერას ადაპტაციის პერიოდში;
- თანამედროვე CRM სისტემასა და სამუშაოდ მომზადებულ ინსტრუმენტებს;
- გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემას შემოსავლის ზედა ზღვრის გარეშე;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდსა და საერთაშორისო კომპანიაში მუშაობას;
- ოფიციალურ დასაქმებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ მზად ხართ აქტიურად განვითარდეთ გაყიდვებში, აწარმოოთ მოლაპარაკებები ბიზნესის წარმომადგენლებთან და გავლენა მოახდინოთ საკუთარ შემოსავალზე,