B2B გაყიდვების მენეჯერი
ვეძებთ ტურბო გაყიდვების მენეჯერს თბილისში!
ჩვენ ვართ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ფასადის სამშენებლო მასალებისა და პროფესიული სამშენებლო სამაგრების სფეროში - საუკეთესო ფასებითა და მაღალი ხარისხით.
ქვის ბამბა, ბადეები, კლინკერი, ფასადის სამაგრები, საღებავები, სამშენებლო ნარევები, დუბელები, ფიქსატორები, მონოლითური მშენებლობისა და ფასადის სისტემების კომპლექტაციები.
ჩვენი კლიენტები არიან სამშენებლო კომპანიები, კონტრაქტორები და სავაჭრო კომპანიები მთელ საქართველოში.
თბილისში უკვე გვაქვს ძლიერი პოზიციები, თუმცა ბაზარი ჯერ ბოლომდე ათვისებული არ არის. ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია და ახლა ვეძებთ ძლიერ მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება გაყიდვების გაზრდაში და ბაზრის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბებაში.
რა იქნება თქვენი მოვალეობა:
- ახალი კლიენტების მოძიება;
- შეხვედრებზე სიარული;
- მშენებლებთან, კონტრაქტორებთან და მაღაზიებთან კომუნიკაცია;
- მასალებისა და ნიმუშების წარდგენა;
- გაყიდვების განვითარება თბილისში.
რა არის მნიშვნელოვანი:
- ქართული ენის შესანიშნავი ცოდნა;
- რუსული ენის კარგი ცოდნა;
- გაყიდვების გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში ან B2B გაყიდვებში.
ვეძებთ აქტიურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან კომუნიკაცია და უყვარს გაყიდვები.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას - 3 000 ₾ ხელზე;
- პირადი გაყიდვებიდან მიღებული მოგების 10%-ს;
- საწვავისა და მობილური კავშირის ანაზღაურებას;
- გუნდის მხარდაჭერას, პროდუქტს, კლიენტებს და შესაძლებლობას, გამოიმუშაოთ ბაზარზე არსებულ საშუალოზე მნიშვნელოვნად მეტი.