Samushao.ge

B2B გაყიდვების მენეჯერი — BCT Motors LLC

BCT Motors LLC
ხელფასი
შეთანხმებით
მდებარეობა
ადგილზე
განაკვეთი
სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა
15 ოქტ – 14 ნოე
კატეგორია
გაყიდვები

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახე მსგავსი აქტიური ვაკანსიები.

BCT Motors LLC არის საქართველოში დაფუძნებული დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც საქმიანობს საავტომობილო და ინდუსტრიული საცხებ -საპოხი მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით.

კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და უზრუნველყოფს როგორც კორპორატიულ, ისე საბითუმო მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და ტექნიკური მხარდაჭერით.

ჩვენი მიზანია ბაზარზე შევქმნათ პროფესიული, სანდო და გრძელვადიან პარტნიორობაზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ხარისხს და ეფექტურ მომსახურებას.

BCT Motors ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტებზე, პროცესების სისტემატიზაციაზე და მუდმივ განვითარებაზე.

B2B გაყიდვების მენეჯერი (ინდუსტრიული მიმართულება)

კომპანია: ბისითი მოტორსი

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მართვა და განვითარება;
  • რეგულარული ვიზიტები თბილისში და რეგიონებში;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება;
  • ტენდერებში მონაწილეობა;
  • მონაცემების მართვა CRM/1C სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში;
  • სასურველია გამოცდილება ტექნიკურ ან ინდუსტრიულ სექტორში;
  • მოლაპარაკებების წარმართვის მაღალი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ანაზღაურება და პირობები:

  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით;
  • სამსახურებრივი სატელეფონო და საწვავის ხარჯების კომპენსაცია;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში.
  • სამუშაო საათები 10:00-19:00 საათი (5 დღე)

როცა დაიდება ახალი ვაკანსიები გაყიდვების პოზიციაზე, გინდა მომენტალურად შეგატყობინოთ?

მსგავსი ვაკანსიები

პრემიუმი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო საბროკერო ბენე (BIB)
HR ხშირად ამოწმებს

გაყიდვების მენეჯერი

უნი ექვიფმენთი 2000 – 4500 ₾
მოთხოვნადი

B2B გაყიდვების მენეჯერი

WeCharge 3000 – 3500 ₾
HR ხშირად ამოწმებს

კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერი

ტრანსპორტერი 2000 ₾
მოთხოვნადი

გარე გაყიდვების მენეჯერი

უნიბოქსი 1200 ₾