B2B გაყიდვების მენეჯერი — FLATROW

FLATROW

B2B გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

FLATROW

B2B გაყიდვების მენეჯერი

FLATROW გაყიდვების პლატფორმა დეველოპერებისთვის, რომელიც კომპანიებს ეხმარება პროექტები, ბინების ხელმისაწვდომობა, სართულები, გეგმები, 360° ვიზუალიზაცია, ინტერიერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ ციფრულ სივრცეში მართონ და კლიენტს უფრო მარტივი, თანამედროვე და ეფექტური გაყიდვების გამოცდილება შესთავაზონ.

ჩვენ ახლა ვიწყებთ FLATROW-ის საერთაშორისო კომერციულ განვითარებას და ვეძებთ ძლიერ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება პროდუქტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ადამიანი.

ლოკაცია: თბილისი/ჰიბრიდული

რას გააკეთებ?

  • FLATROW-ის B2B გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებას;
  • უძრავი ქონების დეველოპერებისა და შესაბამისი კომპანიების მოძიებასა და იდენტიფიცირებას;
  • CEO/Founder/Commercial Director/Sales Director/Marketing Director დონეზე კომუნიკაციას;
  • ახალი ბიზნეს-კონტაქტების შექმნას და outbound sales-ის წარმოებას;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პროდუქტის დემოების ორგანიზებასა და ჩატარებას;
  • კლიენტის საჭიროებების აღმოჩენას და FLATROW-ის შესაბამისი ღირებულების სწორად წარმოჩენას;
  • მოლაპარაკებების წარმოებას და გარიგებების დახურვას;
  • CRM-ში გაყიდვების პროცესის სრულად მართვას;
  • ლიდების, შეხვედრების, დემოების, conversion-ისა და გაყიდვების შედეგების მონიტორინგს;
  • გაყიდვების პროცესის მუდმივ გაუმჯობესებას;
  • ბაზრისა და კონკურენტების შესწავლას;
  • "FLATROW"-ის საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.

შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ:

  • გაქვს მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში/Business Development-ში;
  • გქონია გამოცდილება ტექნოლოგიური, PropTech, უძრავი ქონების ან სხვა რთული პროდუქტის გაყიდვაში;
  • კომფორტულად გრძნობ თავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაციისას;
  • შეგიძლია არა უბრალოდ პროდუქტის წარდგენა, არამედ მისი ბიზნესღირებულების გაყიდვა;
  • ხარ ძლიერი მოლაპარაკე და კიდევ უფრო ძლიერი მსმენელი;
  • კარგად გესმის sales funnel, lead qualification და conversion;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული და გიყვარს მიზნების მიღწევა;
  • შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო საკუთარი გაყიდვების პროცესი;
  • ფლობ ქართულ და ინგლისურ ენებს მაღალ დონეზე;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • გაქვს ინტერესი ტექნოლოგიების, უძრავი ქონებისა და თანამედროვე ბიზნესის მიმართ.

განსაკუთრებით დაგვაინტერესებ, თუ: გაქვს უკვე არსებული B2B ქსელი უძრავი ქონების ინდუსტრიაში - დეველოპერებთან, უძრავი ქონების სააგენტოებთან ან სამშენებლო კომპანიებთან.

რას გთავაზობთ?

  • შესაძლებლობას, შეუერთდე ახალი თაობის PropTech პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესს;
  • რეალურ გავლენას პროდუქტის კომერციულ განვითარებაზე;
  • მუშაობას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისკენ მიმართულ სტარტაპში;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას + შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს.
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიკურ გარემოს, სადაც შენი იდეები რეალურად მიიღებს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ