B2B გაყიდვების მენეჯერი
შპს "ლიდი" ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს 2016 წლიდან და თანამშრომლობს კერძო თუ სახელმწიფო სექტორებთან.
"ლიდი" ტექნოლოგიურ სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ IT პროდუქტების ფართო არჩევანს.
ჩვენს პროფესიონალთა გუნდში ვეძებთ თანამშრომელს B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებიდან მიღებული მოგების 20%-იანი ბონუსი
- სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, შეხვედრების დაორგანიზება, მათი საჭიროებების შეფასება, კომპანიის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა
- კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შესრულება (ყოველთვიური, კვარტლური, წლიური)
- კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება
- კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება
- ვენდორებთან კომუნიკაცია პროდუქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა და შესაბამისი ამოცანების შესრულება
უნარები/პასუხისმგებლობები:
- გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და ახალი პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (IT hardware სფერო ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)
- ინგლისური ენა - B2 დონე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.