B2B გაყიდვების მენეჯერი
"პლანეტარიუმი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.
ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, შ.ნუცუბიძის ქ. 82
- დასაქმების ტიპი: სრული
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00
- ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა პარტნიორი ობიექტების ქსელის გასაფართოებლად და შემოსავლების გასაზრდელად;
- ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- მარკეტინგული და სხვადასხვა პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა;
- ზარების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ;
- გაცნობითი ზარებისა და შეხვედრების ორგანიზება;
- დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი პროცესის მართვა მათი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით;
- აქტივობების, ლიდებისა და შესაძლებლობების აღრიცხვა სისტემაში;
- ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშგება გაწეული სამუშაოს შესახებ;
- ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესის, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების, ან მსგავს სფეროში სასურველია);
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- კრეატიული და ინოვაციური მიდგომა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
- ტექნოლოგიური / ბიზნეს სისტემების მიმართულებით განათლება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფად ათვისების უნარი; როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 7 ოქტომბერი 2026 წელი.