B2B გაყიდვების მენეჯერი — EcoVille

EcoVille — ლოგო
EcoVille

B2B გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

EcoVille Georgia არის მზის ენერგიის EPC კონტრაქტორი და საერთაშორისო EcoVille Holding-ის ნაწილი, 10+ წლიანი გამოცდილებით. ჰოლდინგი ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში. უზრუნველყოფს კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას სერტიფიცირებული ტექნოლოგიებით.

EcoVille Georgia საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან. დაარსებიდან დღემდე განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში.

ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 54

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00

სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (ენერგეტიკის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • ტექნიკური ცოდნა ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში, რაც აუცილებელია კლიენტებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
  • KPI-ებზე, გეგმებზე და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება.
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • ბაზრის ანალიზის ცოდნა და ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარი.
  • ქართული ენაზე პროფესიონალური დონის წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.
  • კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
  • პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • B2B გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება.
  • B2B მიმართულების პარტნიორობის განვითარება და შენარჩუნება.
  • მზის ინდუსტრიასთნ მომიჯნავე მოქმედ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის განვითარება.
  • ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა: პრეზენტაციები, შეთავაზებები, კონტრაქტების მომზადება
  • გაყიდვების მიზნების KPI (თვიური, კვარტალური, წლიური) შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან.
  • ბაზრის კვლევა და ანალიტიკა, ადგილობრივი ტენდენციების, მომხმარებელთა და კონკურენტების ქცევის დასადგენად.
  • მარკეტინგის და საოპერაციო გუნდთან თანამშრომლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებული ანაზღაურებას და ბონუს სისტემას
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას