B2B გაყიდვების მენეჯერი — M-Charge

M-Charge

B2B გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ "M-Charge" — დინამიკურად განვითარებადი ფაუერბანკების გაქირავების სერვისი. ჩვენი მიზანია ქალაქის მაცხოვრებლები მუდმივად დარჩნენ კავშირზე. ჩვენი დასამუხტი სადგურები განთავსებულია თბილისის და ბათუმის ყველაზე პოპულარულ ლოკაციებზე: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, სილამაზის სალონებში, ფიტნეს-დარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში.

ამჟამად ვაფართოებთ გუნდს და ვეძებთ აქტიურ, მიზანდასახულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მზად არის ჩვენს ქსელში ახალი პარტნიორები ჩართოს!

რისი კეთება მოგიწევს:

  • უშუალო გაყიდვები (B2B): მოძიება და ახალი პარტნიორების მოზიდვა ფაუერბანკების სადგურის მონტაჟისთვის.
  • მოლაპარაკებები და შეხვედრების წარმართვა ბიზნესის მესაკუთრეებთან, მმართველებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
  • პროდუქტის წარდგენა: ჩვენი სერვისის მნიშვნელობის გადმოცემის უნარი (მომხმარებლის ლოიალობის გაზრდა, სტუმრის ადგილზე გატარებული გაზრდილი დრო, დამატებითი ტრაფიკი)
  • სრული ციკლის კონტროლი: პირველი კონტაქტიდან მოწყობილობის ადგილზე მონტაჟამდე.
  • აღრიცხვის წარმოება CRM-სისტემაში.

რას ველით კანდიდატისგან:

  • გაყიდვების გამოცდილება B2B-სფეროში, HoReCa-ში ჩაითვლება უპირატესობად.
  • კომუნიკაბელურობა, მიზანსწრაფულობა, ენერგიულობა და შედეგზე არა პროცესზე ორიენტირება, უარებთან მუშაობის მზაობა.
  • თვითორგანიზება: სამუშაო დღის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი (ზარები/შეხვედრები)

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მოტივაციის გამჭვირვალე სისტემა: სტაბილური ანაზღაურება + მაღალი ბონუსი თითოეული დამონტაჟებული სადგურისთვის (რაც ხშირად აღემატება ფიქსირებულ ნაწილს). შენი შემოსავალი არ არის შეზღუდული ზედა ჭერით
  • სწავლა: ჩვენ დეტალურად შეგასწავლით პროდუქტს, გაგიზიარებთ ჩვენს მეთოდიკასა და მიდგომებს.