B2B და კორპორატიული გაყიდვების გარე წარმომადგენელი
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას B2B და კორპორატიული გაყიდვების გარე წარმომადგენელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი;
ანაზღაურება: 2500 ლარიდან კვალიფიკაციის მიხედვით.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ბიზნესის განვითარება: პოტენციური B2B კლიენტების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება.
- საველე მუშაობა: თბილისსა და ქუთაისში კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება.
- გაყიდვების მართვა: პროდუქციის პრეზენტაცია, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება.
- სატენდერო პროცესები: სატენდერო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სატენდერო დოკუმენტაციის სრულფასოვანი მომზადება.
- ანგარიშგება: გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (B2B/კორპორატიული მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).
- სავალდებულო მოთხოვნა: საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა და მართვის მოწმობა. (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯების სრულ ანაზღაურებას).
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი.
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა.
გისურვებთ წარმატებებს!