B2B/B2C გაყიდვების მენეჯერი — Creativo

Creativo — ლოგო
Creativo

B2B/B2C გაყიდვების მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Creativo აცხადებს ვაკანსიას B2B/B2C გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ზანდუკელის ქ. 22

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-18:00)

ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსირებული) + 3% ბონუსი გაყიდვებიდან

კომპანიის შესახებ

"Creativo" წარმოადგენს ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი და დეკორატიული მასალების მომწოდებელ კომპანიას. ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მიკროცემენტს, დეკორატიულ საფარებს, საღებავებსა და თანამედროვე დიზაინერულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ პროექტებში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია არქიტექტურულ, დიზაინერულ, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, სამშენებლო და დეველოპერულ სექტორთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • შოურუმში შემოსული მომხმარებლების კონსულტირება და გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა სასურველია.

უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 2000 ლარის ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • დამატებით 3%-იან ბონუსს განხორციელებული გაყიდვებიდან;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე, ინოვაციურ და მოთხოვნად პროდუქტებთან მუშაობას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.