ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი — სმოტორსი

სმოტორსი — ლოგო
სმოტორსი

ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "სმოტორს"- 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

პოზიციის დასახელება: ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით.
** პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;
** უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** დამწყებთათვის 2 თვიან ანაზღაურებად სწავლებას ;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს,

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ