ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი — სმოტორსი

სმოტორსი — ლოგო
სმოტორსი

ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

პოზიციის დასახელება: ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული.

"SMOTORS" — ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;
  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
  • პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით;
  • პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;
  • უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • დამწყებთათვის 2-თვიან ანაზღაურებად სწავლებას;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით;
  • ანაზღაურება — ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.

კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის, მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.