ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი — Skymotors

Skymotors

ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ავტომობილების სადილერო კომპანია "SKY MOTORS" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 81, მარჯანიშვილის მეტროდან 100 მეტრში.
  • სამუშაო საათები: შუადღის 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
  • ანაზღაურება: პირველი პერიოდი გამომუშავებით, შემდეგ ფიქსირებული + ბონუსები.

მოვალეობები:

  • გასაყიდი ავტომობილების მეპატრონეებთან და კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
  • განცხადებების ვებსაიტზე ატვირთვა.
  • შეხვედრების ორგანიზება.

მოთხოვნები:

  • საჭირო კვალიფიკაცია: მსგავს სფეროში გამოცდილება და უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი, საქმის სპეციფიკას ადგილზე უმოკლეს დროში შეგასწავლით, ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
  • ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა სასურველია.
  • სასურველია, გქონდეთ თვენი საკუთარი ლეპტოპი და სავალდებულოა გქონდეთ გამართული მობილური ტელეფონი.
  • სასურველია იყოთ კომუნიკაბელური, პუნქტუალური და დისციპლინირებული, საპასუხოდ ჩვენც ანალოგიურ გარემოს და კონკურენტულ ანაზღაურებას გპირდებით.