ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
"SKY MOTORS" ეძებს ავტომობილების გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენ ვეხმარებით ავტომობილების მეპატრონეებს მანქანის გაყიდვაში: ვპოულობთ მყიდველებს, ვაორგანიზებთ შეხვედრებს და ვმართავთ გაყიდვის პროცესს.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაინტერესებს ავტომობილები და გსურს გაყიდვების სფეროში განვითარება, შემოგვიერთდი!
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №81, მარჯანიშვილის მეტროდან დაახლოებით 100 მეტრში;
- სამუშაო საათები: 11:00-19:00;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება: საწყის ეტაპზე — გაყიდვებზე დაფუძნებული საკომისიო; შემდეგ — ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები.
შენი ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილების მეპატრონეებთან და პოტენციურ მყიდველებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- ვებსაიტზე ავტომობილების განცხადებების განთავსება;
- შეხვედრების ორგანიზება და მხარეებთან კოორდინაცია.
ვის ვეძებთ:
- კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს;
- კანდიდატს, რომელსაც აქვს სწავლისა და გაყიდვების სფეროში განვითარების სურვილი;
- აუცილებელია გამართული მობილური ტელეფონი; საკუთარი ლეპტოპის ქონა სასურველია.
მსგავს სფეროში გამოცდილება და უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის. საქმის სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით.
რას გთავაზობთ:
- ადგილზე სწავლებას და მუშაობის პროცესში მხარდაჭერას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებაზე გადასვლისა და ბონუსების მიღების შესაძლებლობას ზემოთ მითითებული პირობებით.