ავტომობილების გაქირავების აგენტი- სამტრედია, აბაშა, ხონი
ავტომობილების გაქირავების კომპანია ეძებს მოტივირებულ თანამშრომლებს ავტომობილების გაქირავების აგენტის პოზიციაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ს. იანეთში სამუშაოდ.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
- მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის გაწევა
- ავტომობილების მომხმარებლისთვის გადაცემა და უკან ჩაბარება
- ავტოგაქირავების ხელშეკრულების და გადაცემის აქტის მომზადება/გაფორმება
- ავტომობილების მოვლა შენახვის პროცესში მონაწილეობის მიღება
- დამატებითი სერვისების გაყიდვა
- ავტოგაქირავების ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
სახელფასო შუალედი: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + საბონუსე სისტემა.
კანდიდატს აუცილებელია, ჰყავდეს პირადი ავტომობილი.
სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ს. იანეთი