ავტო ლიზინგის ოპერატორი- წეროვანი
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე: https://pl.ge/ka "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას წეროვანში, ავტო ლიზინგის (მომხმარებელთა მომსახურების) ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხარებლებისთვის; ** დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; ** ლიზინგის განაცხადების მომზადება შიდა სტანდარტის მიხედვით და განსახილველად შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა; ** დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა; ** პორტფელის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა, ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; ** გუნდურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო ადგილი: სოფ. წეროვანი ("ლაიონ ტრანსის" სივრცე) სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00; შაბათი: 10:00-15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი