საოპერაციო დირექტორი — ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის

ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის — ლოგო
ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
HR აქტიურია

საოპერაციო დირექტორი

₾10000.0 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:
https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საოპერაციო დირექტორის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, დიღომი
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 8 000-10 000 ლარი ხელზე ასაღები. კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შესაძლებელია ანაზღაურებაზე შეთანხმება

ძირითადი მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია საოპერაციო დირექტორის (COO) ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საავტომობილო, მძიმე ტექნიკის, ლოგისტიკის ან მსგავსი სექტორიდან)
  • გუნდის მართვის ძლიერი ლიდერული უნარები;
  • ბიზნეს-პროცესების მოდელირებისა და ცვლილებების მართვის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროცესების ოპტიმიზაცია/ცვლილებების მართვა: მიმდინარე ბიზნეს-პროცესების ანალიზი, სუსტი წერტილების იდენტიფიცირება და ახალი, ეფექტური სამუშაო სტანდარტების დანერგვა
  • კომპანიის გრძელვადიანი ბიზნეს-სტრატეგიის გარდაქმნა მოკლევადიან, ტაქტიკურ საოპერაციო გეგმებად და მათი შესრულების კონტროლი.
  • კომპანიის საოპერაციო ერთეულების მართვა: კომპანიის სტრუქტურაში შემავალი ძირითადი საოპერაციო მიმართულებების - საცალო შოურუმების, სერვის-ცენტრისა და სასაწყობო/ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სრული კოორდინაცია და ყოველდღიური მართვა.
  • ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული სისტემების დანერგვა
  • პროცესების ავტომატიზაცია
  • შესრულების ხარისხის (KPI) მონიტორინგი: საოპერაციო გუნდებისა და ხელმძღვანელებისთვის ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან
  • გუნდის ლიდერობა და მოტივაცია: შუა რგოლის მენეჯერების მართვა, მათი პროფესიული მხარდაჭერა და გუნდში მაღალი საოპერაციო დისციპლინისა და ჯანსაღი კლიმატის შენარჩუნება.
  • დეპარტამენტებს შორის კოორდინაციის ჩამოყალიბება კომპანიის ერთიანი მიზნების მისაღწევად და რესურსების ოპტიმალური გადანაწილებისთვის.