მძღოლი საკუთარი ავტომობილით
York Towers წარმოადგენს York Holding Group-ის ნაწილს — საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ჰოლდინგს, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის ლუქს კლასის უძრავი ქონების პროექტებით. ჩვენ ვქმნით უნიკალურ, მრავალკულტურულ და ღირებულებაზე დაფუძნებულ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს.
პოზიციის დასახელება: მძღოლი საკუთარი ავტომობილით
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრულ განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი
კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ მძღოლს, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი (SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი 6-7 ადგილიანი). ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, კომფორტული და მზად სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირება
- ოფისისთვის შეძენილი ნივთების ან ამანათების აღება და მიწოდება საჭიროების შემთხვევაში
- დოკუმენტაციის დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
- მარშრუტებისა და დროის განრიგის დაცვა
- ავტომობილის რეგულარული დასუფთავება და ტექნიკური მოვლა, მისი სისუფთავისა და გამართულობის შესანარჩუნებლად
მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- ორიენტაციის უნარი თბილისის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა
თქვენი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
- SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი (მინ. 6 ადგილიანი)
- მინ. 2016 წლიანი
- აუცილებელია ავტომობილი იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში
დამატებითი ინფორმაცია:
- საწვავის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ავტომობილის მოდელის მიხედვით
- ანაზღაურდება ავტომობილის ცვეთა (ზეთი, ფილტრი, ხუნდები, საბურავები)