ავტომობილების რეალიზაციის მენეჯერი
" პრემიუმ ლიზინგი " - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით. "პრემიუმ ლიზინგი" - მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების რეალიზაციის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ავტომობილების რეალიზაციისთვის სხვადასხვა არხების გამოყენება; პოტენციური მყიდველის მოძიება; ** მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა; ** ავტომობილების რეალიზაციის შემდგომ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ** კომპეტენციისამებრ პერიოდული რეპორტინგი. ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ყოველი გაყიდული ავტომობილიდან) ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს: ** შედეგზე ორიენტირებულს, აქტიურს; ** დახვეწილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებით; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით; ** ეფექტური გაყიდვების ტექნიკების ცოდნით და გამოცდილებით; ** ავტოინდუსტრიის სფეროში გაყიდვების გამოცდილება და ავტომობილების ცოდნა სავალდებულოა. სამუშაო ლოკაცია: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3 სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) შაბათი: 10:00-15:00