ავტო გაყიდვების მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Solo Auto Import" აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი, 2000-3500₾ საშუალოდ (ხელზე ასაღები)
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
- მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
- მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობილის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული მახასიათებლები:
- პრეზენტაციის უნარი;
- კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი