ასისტენტი გაყიდვების გუნდში — SISNO Group

SISNO Group — ლოგო
SISNO Group

ასისტენტი გაყიდვების გუნდში

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სისნო გრუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსირებული, მოჭრილი) + საპროცენტო განაკვეთი თითოეული შესრულებული ოპერაციიდან. საშუალო ანაზღაურება 2000+.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00.

კომპანიის შესახებ:

"სისნო გრუფი" წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი გუნდი მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისგანაა დაკომპლექტებული. კომპანიის წინსვლა და წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული კადრის წინსვლასა და წარმატებაზე.

მოვალეობები:

  • უძრავი ქონების მოძიება.
  • შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება.
  • დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი.
  • დაინტერესება გაყიდვებით.
  • სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სხვა პირობები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება და საკომისიო.
  • წინსვლის შესაძლებლობა.
  • კომპანია იხდის საშემოსავლო გადასახადს, საპენსიო დანაზოგს 4%-ს.