არასამედიცინო შესყიდვების სპეციალისტი — ევექსი კლინიკები

ევექსი კლინიკები

არასამედიცინო შესყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს კლინიკები საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს არასამედიცინო შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ცინცაძის 24ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: დეკრეტული ვადის შემცვლელი. ხელშეკრულება გაფორმდება 6-12 თვემდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არასამედიცინო შესყიდვების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;
  • მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი და სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, შესაბამისი შესყიდვების ტიპის წარმართვა;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების წარმოება და მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
  • შესყიდვების პროცესების სრული დოკუმენტირება, ბუღალტრულ და ფინანსურ გუნდებთან კოორდინაცია შესყიდვების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით;
  • მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, ხარისხის მონიტორინგი და საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;
  • სხვადასხვა განყოფილებებსა თუ ბიზნეს ერთეულებთან თანამშრომლობა საჭიროებების განსასაზღვრისა და სპეციფიკაციების დაზუსტების მიზნით;
  • შესყიდვების რისკების ანალიზი და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
  • პერიოდულად, შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების და ანალიზების მომზადება

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:

25 ივნისი, 2026