სამედიცინო წარმომადგენელი — 4Hospitals

4Hospitals — ლოგო
4Hospitals

სამედიცინო წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

4Hospitals სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს; "4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული სამუშაოს აღწერილობა: ** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით და ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახური, ექიმები, ექთნები) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის წარდგენა ** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა ** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და ახალი კლიენტების მუდმივად დამატება ** სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი ** ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება ** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება ** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება და ბაზრის კვლევის ჩატარება ** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი ** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა ძირითადი უნარები: ** გუნდურად მუშაობის უნარი ** სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა ** მოლაპარაკების წარმოების უნარი ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი ** კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრის უნარი ** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა ** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) ** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ** ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს ** კარიერული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგების შესაძლებლობას ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას, კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილების შესაბამისად

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ