შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი — ახალი ხედვა

ახალი ხედვა — ლოგო
ახალი ხედვა

შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო კომპანია " ახალი ხედვა " არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც "ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ. სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნა; ** კომპანიის შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის ეფექტური დაგეგმვა/მართვა/კონტროლი; ** კომერციული და არაკომერციული შესყიდვების განხორციელება; ** პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება; ** მომწოდებელთა ბაზის შექმნა და განახლება საჭიროებისამებრ; ** ნაშთების კონტროლი, შეკვეთების ინიცირება და ანალიზი გაყიდვებისა და არსებული ნაშთიდან გამომდინარე (პროდუქციის დეფიციტისა და სიჭარბის თავიდან აცილების მიზნით); ** საჭიროების შემთხვევაში ჩამოსული პროდუქციის ექსპერტიზის უზრუნველყოფა; ** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გადარიცხვების კონტროლი; ** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, თითოეული შეკვეთისას ფასთა მოკვლევა; ** ტვირთის ტრანსპორტირებასთან (პროდუქციის განბაჟება, ჩამოცლა/დატვირთვა, საწყობში მიტანის კონტროლი) დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ** საბაჟო სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი; ** ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება, თარგმნა და შესაბამისი საქონლის მოძიება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლ (ებ)ის მართვა, კონტროლი, მოტივაცია, განვითარებაზე ზრუნვა; ** შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების, პერიოდული რეპორტინგის მომზადება/წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2-წლიანი გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2-წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ