ანგარიშის აღმასრულებელი — McCANN Tbilisi

McCANN Tbilisi

ანგარიშის აღმასრულებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

McCann Erickson აცხადებს ვაკანსიას ანგარიშის აღმასრულებლის თანამდებობაზე.

Account Executive პასუხისმგებელია კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაზე, სააგენტოს გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობისა და პროექტების დროულად შესრულების უზრუნველყოფაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მართვა;
  • კლიენტის ბრიფებისა და მოთხოვნების მიღება და შიდა გუნდებისთვის სწორად გადაცემა;
  • კრეატიულ, მედიასა და პროდაქშენ გუნდებთან პროექტების კოორდინაცია;
  • პროექტების ვადებისა და მიმდინარე დავალებების კონტროლი;
  • კლიენტის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის გუნდებთან კომუნიკაცია;
  • პრეზენტაციების, სტატუსებისა და პროექტთან დაკავშირებული მასალების მომზადებაში მონაწილეობა;

მოთხოვნები:

  • სარეკლამო/მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობიანი და პროაქტიული დამოკიდებულება.

ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად.