ანაზღაურებადი სტაჟირება - HR სტაჟიორი — ტელექსი

ტელექსი

ანაზღაურებადი სტაჟირება - HR სტაჟიორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Telex.ge საქართველოში წამყვანი წიგნების ონლაინ პლატფორმაა, რომელიც უკვე მრავალი წელია წიგნების პოპულარიზაციასა და ცოდნის გავრცელებას ემსახურება. ვთანამშრომლობთ ქართულ და უცხოურ გამომცემლობებთან, ვემსახურებით ათასობით მომხმარებელს და მუდმივად ვიზრდებით.

გვჯერა, რომ კომპანიის ყველაზე დიდი ძალა ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ ვეძებთ HR სტაჟიორს, რომელსაც სურს რეალურ სამუშაო გარემოში მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლში ჩაერთოს — რეკრუტინგიდან ახალი თანამშრომლების ონბორდინგამდე, ტრენინგების ორგანიზებასა და HR ადმინისტრირებამდე.

პოზიცია: ანაზღაურებადი სტაჟირება - HR სტაჟიორი

გრაფიკი: სრული განაკვეთი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ოფისში

რას გააკეთებ

  • ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლში მიიღებ მონაწილეობას მენტორის მხარდაჭერით;
  • ჩაერთვები რეკრუტინგის პროცესში: ვაკანსიის ტექსტის მომზადებაში, CV-ების გადარჩევასა და კანდიდატთა ბაზის განახლებაში;
  • გექნება კანდიდატებთან კომუნიკაცია და მონაწილეობას მიიღებ გასაუბრებების დაგეგმვასა და წარმართვაში;
  • ჩაერთვები ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესში;
  • დაგვეხმარები ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებაში;
  • ჩაერთვები HR დოკუმენტაციის, თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და ადმინისტრაციული პროცესების მოწესრიგებაში;
  • დაგვეხმარები თანამშრომელთა ჩართულობის ინიციატივებსა და HR გუნდის ყოველდღიურ ამოცანებში.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • ინიციატივიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ვინ შეიძლება შემოგვიერთდეს:

  • ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული HR-ის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის ან მონათესავე მიმართულებით;
  • კანდიდატი, რომელსაც შეუძლია სრული განაკვეთით ოფისში მუშაობა;
  • კანდიდატი, რომელიც ქართულ ენაზე გამართულად საუბრობს და წერს;
  • MS Office-ისა და Google Workspace-ის საბაზისო ცოდნის მქონე კანდიდატი;
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლის პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • გამოცდილი გუნდის მხარდაჭერასა და რეგულარულ უკუკავშირს;
  • რეკრუტინგის, ტრენინგების, ონბორდინგისა და HR ადმინისტრირების პროცესებში უშუალო მონაწილეობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • წარმატებული სტაჟირების შემდეგ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ