ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი — დიჯიტრონი

დიჯიტრონი — ლოგო
დიჯიტრონი

ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Digitron" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში. პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე. ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1 სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში ფუნქცია/მოვალეობები: ** სააღრიცხვო პროგრამა "ბალანსის" კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტური მართვა: მომართვების აღრიცხვა CRM პროგრამაში, შეხვედრების ორგანიზებასა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა ** კლიენტების საჭიროებების შესწავლასა და გადაწყვეტის გზების პოვნაში მონაწილეობის მიღება ** კომერციული წინადადებების მომზადებაში ჩართულობა ** კლიენტთან საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია) ** სასურველია რუსული ენის ცოდნა ** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** მოლაპარაკების წარმოების უნარი ** პრეზენტაციის ჩატარების უნარი ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი ** ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ