ბიზნეს ანალიტიკოსი
კომპანია "Digitron" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში. პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე. ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1 სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი ფუნქცია/მოვალეობები: ** სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მომხმარებლების მხარდაჭერაში მონაწილეობის მიღება ** პროგრამის ფუნქციონალთან დაკავშირებით კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ** სამუშაო ფაილების მომზადება ** კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ** კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა ** პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება ** ტექნიკური დავალებების მომზადება ** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა ** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც) ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება ** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია) ** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება ** გუნდურად მუშაობის უნარი ** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი