ანაზღაურებადი სტაჟირება - ტრენერი
კომპანია "Digitron" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტრენერის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში. პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე. ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1 სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში ფუნქცია/მოვალეობები: ** სააღრიცხვო პროგრამა "ბალანსის" შესახებ ტრენინგის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება და ტრენერის მხარდაჭერა (სტაჟირების დასრულების შემდეგ კი, მისი დამოუკიდებლად დაგეგმვა და მართვა) ** ციფრულ სატრენინგო მასალის მომზადებაში მონაწილეობის მიღება ** ვიდეო ტრენინგების შექმნაში ჩართულობა ** ტრენინგებთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ტრენინგებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) ** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების თეორიული ცოდნა ** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის ცოდნა ** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა პიროვნული თვისებები: ** კეთილგანწყობილი და სერვისზე ორიენტირებული ** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ** პრეზენტაციის ჩატარების უნარი ** ლოგიკური აზროვნება ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი ** დროის ეფექტურად მართვის უნარი