ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი — დიჯიტრონი

დიჯიტრონი — ლოგო
დიჯიტრონი

ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Digitron" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში.

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი

ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • სააღრიცხვო პროგრამა "ბალანსის" კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტური მართვა: მომართვების აღრიცხვა CRM პროგრამაში, შეხვედრების ორგანიზებასა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა.
  • კლიენტების საჭიროებების შესწავლასა და გადაწყვეტის გზების პოვნაში მონაწილეობის მიღება.
  • კომერციული წინადადებების მომზადებაში ჩართულობა.
  • კლიენტთან საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც).
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
  • ორგანიზებულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10.09.2026

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.