აკადემიური თანამდებობები - მედიცინის ფაკულტეტი- ქართულენოვანი
შპს "უნივერსიტეტი უნილეველი" 2026 წლის 25 მაისიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით.
კონკურსი ცხადდება 18 (თვრამეტ) საშტატო ერთეულზე, შემდეგი მიმართულებებით:
- საბაზისო სამედიცინო დისციპლინები:
- პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ასისტენტ-პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- პრეკლინიკური დისციპლინები:
- პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ასისტენტ-პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- კლინიკური დისციპლინები:
- პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ასისტენტ-პროფესორი - 3 (სამი) საშტატო ერთეული
- ასისტენტი - 2 (ორი) საშტატო ერთეული
- ინგლისური ფილოლოგია - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ქართული ფილოლოგია - ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- სოციოლოგია - ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ფსიქოლოგია - ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ჯანდაცვის მენეჯმენტი - ასისტენტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადი განცხადება (დანართი N1);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);
- სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" და "უფლების ჩამორთმევის შესახებ" ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ მოყვანილი შესაბამისი კრიტერიუმები:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში - დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება.
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში - დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში).
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში - დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში)
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე: შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.