აკადემიური თანამდებობები - მედიცინის ფაკულტეტი- ინგლისურენოვანი
შპს "უნივერსიტეტი უნილეველი" 2026 წლის 25 მაისიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით. კონკურსი ცხადდება 23 (ოცდასამ) საშტატო ერთეულზე, შემდეგი მიმართულებებით: ** საბაზისო სამედიცინო დისციპლინები: 1. ასოცირებული პროფესორი -2 (ორი) საშტატო ერთეული, 2. ასისტენტ-პროფესორი - 2 (ორი) საშტატო ერთეული ** პრეკლინიკური დისციპლინები: ასისტენტ-პროფესორი - 2 (ორი) საშტატო ერთეული ** კლინიკური დისციპლინები: 1. პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, 2. ასოცირებული პროფესორი -5 (ხუთი) საშტატო ერთეული, 3. ასისტენტ-პროფესორი - 9 (ცხრა) საშტატო ერთეული, 4. ასისტენტი - 2 (ორი) საშტატო ერთეული კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ** პირადი განცხადება (დანართი N1); ** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ** CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი; ** შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში); ** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ** სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" და "უფლების ჩამორთმევის შესახებ" ; ** ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ მოყვანილი შესაბამისი კრიტერიუმები: პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს: ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება; ** კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში - დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება. ** სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ** კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში - დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება; ** სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში). ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში - დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება; ** სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში) ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე: შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება ან ** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან ** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან ** ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება (დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით); ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მინიმუმ B2 დონის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).