აკადემიური თანამდებობები — აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი — ლოგო
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

აკადემიური თანამდებობები

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

2025 წლის 15 მაისიდან "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის" მედიცინის სკოლის "მედიცინის" ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, ცხადდება კონკურსი, სულ 18 საშტატო ერთეულზე:

  • პროფესორი: 4 საშტატო ერთეული:
    • 2 კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით
    • 2 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
  • ასოცირებული პროფესორი: 8 საშტატო ერთეული:
    • 4 კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით
    • 4 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
  • ასისტენტ-პროფესორი: 4 საშტატო ერთეული:
    • 2 კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით
    • 2 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
  • ასისტენტი: 2 საშტატო ერთეული (სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით).

წარსადგენი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. შესაბამისი სამეცნიერო, დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე);
  5. ცნობა შესაბამისი კლინიკური საქმიანობის შესახებ.
  6. ცნობა პედაგოგიური გამოცდილების შესახებ;
  7. ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) ან ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
  8. სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში;
  9. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" და ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ " (წინამდებარე პუნქტში მოხსენიებული ცნობების წარდგენა სავალდებულოა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასავლის შემთხვევაში);

აკადემიური მოთხოვნები კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით:

  • პროფესორი: მინიმუმ 6 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, 9 წლიანი კლინიკური გამოცდილება
  • ასოცირებული პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება
  • ასისტენტ-პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი კლინიკური გამოცდილება
  • ასისტენტი: დოქტორანტი კლინიკური სპეციალობის მიმართულებით

აკადემიური მოთხოვნები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით:

  • პროფესორი: მინიმუმ 6 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
  • ასოცირებული პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
  • ასისტენტ პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
  • ასისტენტი: შეირჩევა დოქტორანტი საკვლევი თემის მიმართულებით:

შერჩევის პროცესი: კანდიდატები შეფასდებიან საკონკურსო კომისიის მიერ, რაც მოიცავს:

  • დოკუმენტაციის შესწავლა-პირველად შეფასებას;
  • გასაუბრებას;
  • საბოლოო გადაწყვეტილებას.