აღჭურვილობის მენეჯერი- რუსთავი
სამშენებლო კომპანია შპს " Construction Service " აცხადებს ვაკანსიას აღჭურვილობის მენეჯერის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი ** სამუშაო დრო: სრული ** ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს https://cs.ge/ka ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ბალანსზე არსებული საშუალო ზომის აღჭურვილობის, ელექტრო და მექანიკური დანადგარების სისტემატიზებული აღრიცხვა და კონტროლი; ** ტექნიკისა და ინვენტარის სწორი ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვის მონიტორინგი; ** აღჭურვილობის გეგმური სერვისების, პროფილაქტიკური შემოწმებებისა და სარემონტო სამუშაოების სრული მენეჯმენტი; ** დაზიანებული დანადგარების/ტექნიკის შეკეთების პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა; ** სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების მარაგების მართვა-კონტროლი; ** ტექნიკური დოკუმენტაციის, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სერვისის ისტორიის ზუსტი წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინვენტარის, დანადგარებისა და ხელსაწყოების აღრიცხვისა და ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ** ელექტრო და მექანიკური აღჭურვილობის მუშაობის პრინციპების საბაზისო ან კარგ დონეზე ცოდნა; ** სარემონტო პროცესების მართვისა და ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება; ** მონაცემთა აღრიცხვისა და რეპორტინგისთვის საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მაღალი ორგანიზაციული უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე მკაცრი ორიენტირებულობა.