ადმინისტრაციული მენეჯერი — კომპანია

კომპანია

ადმინისტრაციული მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია , რომელიც ოპერირებს სარესტორნო, საღონისძიებო მომსახურების სფეროში თბილისიდან 10-15 წუთის სავალზე, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია სტუმრებს სთავაზობს უკონკურენტოდ გამორჩეულ გარემოს როგორც კერძო, ისე კორპორატიული ღონისძიებებისთვის. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვას, გუნდის კოორდინაციასა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების შენარჩუნებას. პოზიციის მიზანი: კომპანიის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საოპერაციო პროცესების ეფექტიანი მართვა, თანამშრომლების კოორდინაცია და თითოეული სტუმრისთვის მაღალი ხარისხის გამოცდილების შექმნა. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** სივრცის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; ** ღონისძიებების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა დაგეგმვიდან დასრულებამდე; ** საოპერაციო გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; ** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დანერგვა; ** სივრცის ტექნიკური, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ** ღონისძიებების განრიგის, რესურსებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანი მართვა; ** მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ** სტუმრებისა და კლიენტების საჭიროებების ოპერატიულად და ეფექტიანად მართვა; ** შიდა დოკუმენტაციის, ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ** პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება და განხორციელება; ** კომპანიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო თანამშრომლობა საოპერაციო მიზნების მისაღწევად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოპერაციო, ადმინისტრაციული ან პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია გამოცდილება ჰოსპიტალითი, ღონისძიებების მართვის, კვების ან მომსახურების სფეროში; ** ძლიერი ორგანიზაციული და კოორდინაციის უნარები; ** გუნდების მართვისა და მოტივირების გამოცდილება; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** ლიდერული უნარები; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** პროფესიონალური და პოზიტიური კომუნიკაცია. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** გამოცდილების უდიდეს სკოლას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; ** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების ორგანიზებასა და მართვაში; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ** ტრანსპორტირებას და კვებით უზრუნველყოფას.