ადმინისტრაციული HR მენეჯერი
შპს "საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული HR მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის 78
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: 1500 net
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
- დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა, დაარქივება, აღრიცხვა და კონტროლი;
- კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა, საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
- უცხოელ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია (ელფოსტა/ზარები);
- შეხვედრების ორგანიზება და სტუმრების მიღება-გამასპინძლება, სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- ჩართულობა სხვა მიმდინარე საკითხებში;
- ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება;
- მივლინების დაგეგმვა (ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა);
- ვაკანსიების განთავსება შესაბამის პლატფორმაზე და კადრების გადარჩევაში მონაწილეობის მიღება.
- ოფისისთვის აუცილებელი ნივთებით მომარაგების მიღება/კონტროლი
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენის ცოდნა - მაღალ დონეზე, რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
რას გთავაზობთ: ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!