ადმინისტრატორი- ურეკი
"სასტუმრო რიცა" აცხადებს ვაკანსიას რესორტორნის ადმინისტრატორის პოზიციაზე ურეკში.
სასტუმრო არის პრემიუმ კლასის, აქვს 26 ნომერი.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და განთავსება;
- სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისების შესახებ;
- ანგარიშსწორებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
- სტუმრების მოთხოვნებსა და შეკითხვებზე ოპერატიული რეაგირება;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ადმინისტრაციულ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენი თქვენდამი მთავარი მოთხოვნილება კი არის კეთილგანწყობა სტუმრების მიმართ.