ადმინისტრატორი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Bild A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება;
- სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა;
- პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი;
- გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
- კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები).
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!